პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" "გირგვლიანის შესწორებებში" გამზადებულ ფორმულირებებს სთავაზობს

23:42 01-30-2018
88

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი აქტიურად ჩაერთვება იმ პროცესში, რომელსაც "ქართული ოცნება" პირობითი სახელით - "გირგვლიანის შესწორებები" გეგმავს.

ამის შესახებ ჩიხრაძემ ტელეკომპანია "იბერიას" თოქშოუში "თავუსუფალი სივრცე" განაცხადა.

"მზად ავრთ, ამ პროცესში ჩავერთოთ აქტიურად. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არ იცის რა იქნება ჩაწერილი ამ ინიციატივაში. ყველას ის შთაბეჭდილება დარჩა, რომ თავადაც არ იციან, რა უნდა ჩაიწეროს. ჩვენ ვიცით, რა უნდა ჩაიწეროს და მზად ვართ, გამზადებული ფორმულირებები მივაწოდოთ მათ", - განაცხადა ჩიხრაძემ. 

ფრაქცია „ქართული ოცნება“ სისხლის სამართლებრივი ნორმების გამკაცრებას გეგმავს, რომელიც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებაზე ხელის შეშლას შეეხება. ცვლილებებს სიმბოლურად „გირგვლიანის შესწორებები“ დაერქმევა. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე