მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ დღეს დილიდან მუშაობა განაახლა. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მატარებლების მიმოსვლა 06:00 საათიდან აღდგა.
მათივე ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც გუშინ ჭერი ჩამოინგრა და შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ, გასუფთავებული და მოწესრიგებულია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დილით მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის შდეგად 14 მოქალაქე დაშავდა. ამ დროისთის საავადმყოფოებში მკურნალობას 13 მათგანი განაგრძობს. ნაწილს ტვინის შერყევა, ნაწილს კი კიდურების მოტეხილობა აღენიშნება. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.