31 იანვარს "ლურჯი სისხლიანი სუპერმთვარეობაა", რომელიც მთვარის სრულ დაბნელებას დაემთხვევა"

13:00 01-31-2018
1414

აშს-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს, NASA-ს ინფორმაციით, 31 იანვარს, სისხლიანი სუპერმთვარეობაა, რომელიც მთვარის ჩასვლისას მოხდება.

ეს მოვლენა,    განსაკუთრებული იქნება, რომელიც უკვე, ზედიზედ მესამედ დაფიქსირდა და მას ლურჯი სისხლიანი სუპერმთვარეობა“(a super blue blood moon) უწოდეს. პირველი, 3 დეკემბერს გამოჩნდა, მეორე - 1 იანვარს. მსგავსი მოვლენა ბოლოს, 1982 წელს დააფიქსირეს. 

დღეს,  დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილი, 384400 კმ-დან, 358993 კმ-მდე შემცირდება. შესაბამისად, შეუიარაღებელი თვალისთვისაც კი, მთვარე, 14%-ით დიდი და 30%-ით კაშკაშა გამოჩნდება, ვიდრე ეს ჩვეულებრივ დღეებშია.მსგავსი მოვლენა, 150 წლის წინ დააფიქსირეს. 

NASA-ს ინფორმაციით, სავსემთვარეობა, ყოველ 2,5 წელიწადში ერთხელ ხდება. მაგრამ 31 იანვარს, სუპერ ლურჯი მთვარე“, დაემთხვევა, მთვარის სრულ დაბნელებას, ანუ როდესაც დედამიწა დაბლოკავს, მთვარისკენ მიმავალ მზის სხივებს, რაც წელიწადში ორჯერ, ხდება.

ასტროლოგი, ხათუნა ნოელი, სოციალურ ქსელში, მთვარის სრული დაბნელების შესახებ, პოსტს აქვეყნებს:

31 იანვარს ,ლომის 12-ე გრადუსზე, ამ წლის, პირველი მთვარის დაბნელება გვექნება. ეს იქნება სრული დაბნელება (არსებობს ნაწილობრივი, რკალისებრიც), თუმცა საქართველოს ტერიტორიიდან, მის დანახვას, მაინც ვერ შევძლებთ - სრული დაბნელება, თბილისის დროით,  16:51-ზე დაიწყება და 18:07-ზე, უკვე დასრულებული იქნება.

რასაც ჩვენ დავინახავთ, ის იქნება, ნაწილობრივი დაბნელება და ეს შესაძლებელი იქნება. 18:19 დან-19:11-მდე. ოღონდ არ გირჩევთ, რომ ასეთი დაკვირვებები აწარმოოთ, არც მთვარის და არც მზის დაბნელებისას.

ეცადეთ, ეს დაბნელება ყველაფერი დრომოჭმული, ძველი და ვადაგასულისაგან განსათავისუფლებლად გამოიყენოთ. მოიშორეთ, რაც გამძიმებთ, რაც ''თქვენი'' არაა. ეს ეხება ურთიერთობებსაც და ნივთებსაც. მთვარის დაბნელება, შესანიშნავი დროა, ჩვენი სურვილების ასახდენად, სპეციალური რიტუალების ჩატარებისათვის.

ამისათვის შეგიძლიათ, 30 იანვარს, ღამით, 12 საათის მერე, აანთოთ ოქროსფერი ან ყვითელი ფერის სანთელი, რადგან მთვარე ლომს გადის და ეს ფერები ამ ნიშანს შეესაბამება. ჩაიფიქრეთ სურვილი და შეეცადეთ ვიზუალიზაცია გაუკეთოთ. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ის სურვილი უკვე შეგისრულდათ. ვთქვათ თუ მანქანა გინდათ, წარმოიდგინეთ როგორ ზიხართ იმ მანქანის საჭესთან, თუ გათხოვება გსურთ, წარმოიდგინეთ თქვენი თავი საქორწინო ცერემონიაზე და ასე შემდეგ... ამის შემდეგ ჩააქრეთ სანთელი და შეინახეთ. მიიჩნევა, რომ მთვარის დაბნელებაზე ჩათქმული სურვილები 6 თვის მანძილზე სრულდება სურვილის შერულების შემდეგ სანთელს რას უზავთ, დაწვავთ, თუ სულაც გადააგდებთ, აღარ აქვს მნიშვნელობა.

დაბნელება, ძლიერი ნეგატივის მატარებელია და შესაძლოა, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახოს... - წერს ხათუნა ნოელი.


 

ავტორი: რუსა ღვანიძე