ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა? - ნარმანიას ყოფილი მოადგილე პასუხობს

13:54 01-31-2018
76

თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას ყოფილი მოადგილე, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ მეტროსადგურ ვარკეთილში მომხდარ შემთხვევაზე ის, თუ ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ამის შესახებ ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ძალიან სამწუხარო ფაქტია რაც მოხდა. თქვენთვის ცნობილია, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ მე წინასწარ რაიმე კომენტარის გაკეთებას მოვერიდები. ჩვენ უნდა ვენდოთ შესაბამისი კომპეტენტური უწყების მიერ გამოძიების შედეგებს და ის იტყვის, ბუნებრივია, სად იყო შეცდომა დაშვებული - ეს იყო პირობითად, სამუშაოების წარმოებისას, ექსპლუატაციაში მიღებისას, ზედამხედველობის კომპონენტში, თუ რა ნაწილში, ამიტომ უნდა დაველოდოთ საგამოძიებო უწყების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს და ამის შემდეგ ბუნებრივია, იქნება შესაბამისი პასუხები, - განაცხადა ლექვინაძემ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე