მეტროსადგურ "ვარკეთილში" დაშავებულ პაციენტთა ნაწილი კლინიკებში რჩება

15:23 01-31-2018
82
თეგები: ვარკეთილი

მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამოშლის შედეგად დაშავებული პაციენტების ნაწილი კვლავ კლინიკებში რჩებიან.

როგორც "პრაიმტაიმს" ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს, ამ ეტაპზე ორი პაციენტია კლინიკიდან გაწერილი. სამის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ სამი პაციენტიდან ორს ჩაუტარდა ოპერაცია და რჩებიან საავადმყოფოში.

პაციენტთა ნაწილი კვლავ რჩება თბილისის ზღვის ჰოსპიტალში. როგორც "პრაიმტაიმს" ერთ-ერთმა პაციენტმა განუცხადა, კლინიკიდან დღეს 4 პაციენტი გაწერეს. 

მეტროსადგურში გუშინ ჭერის ჩამოშლისას სულ 14 ადამიანი დაშავდა. პაციენთა მდგომარეობა ექიმების თქმით, დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე