ნიკოლოზ სვანიძემ სტალინის გამო რუს ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში გაარტყა (ვიდეო)

17:06 01-31-2018
751
თეგები: სტალინი

სამოქალაქო აქტიურობის და სამოქალაქო თავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სვანიძის და ჟურნალისტ მაქსიმ შევჩენკოს ხელჩართული ჩხუბი youtube-ზე, პირდაპირ ეთერში კამერამ აღბეჭდა.

სტალინის პიროვნების განხილვა გადაცემის ბოლოს, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

“საბჭოთა კავშირი იბრძოდა, ნიკოლოზ კარლოს ძე კი დღეს მოსკოვთან დაღუპულების საფლავებს აფურთხებს, რადგან ფრანგები დანებდნენ და გერმანელების მოკავშირეები გახდნენ, ჩვენი ოფიცრები კი სტალინის მეთაურობის წყალობით, ბოლომდე იბრძოდნენ”, -განაცხადა შევჩენკომ.

“ახლოს რომ იყო, სიფათში მიიღებდი”-განაცხადა სვანიძემ.

“კი ბატონო, აქ ვარ! ადექი და დამარტყი”-უპასუხა შევჩენკომ.

ჩანაწერში, სვანიძე შევჩენკოს ურტყამს, რის შემდეგაც ჟურნალისტი დარტყმებით პასუხობს და ისტორიკოსს იატაკზე აგდებს.

 

 

ლაშა ბაბუხადია