შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ჯერ მიზეზებზე საუბარი ნაადრევია.
როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამოძიება მიმდინარეობს და ვისი დანაშაულებრივი წვლილიც იქნება დადასტურებული, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
„გამოძიება დაიწყო რამდენიმე საათში და ის ახლაც აქტიურ ფაზაშია. დანიშნულია ექსპერტიზები და დაიკითხნენ კომპანიის წარმომადგენლები. ერთ დღეში გარკვეულ ვერსიებზე საუბარი ნაადრევია და ამას დასჭირდება 2-3 დღე. გამოძიების შედეგებით, ვისი დანაშაულებრივი წვლილიც იქნება დადასტურებული, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.