"ციანიდის საქმეს" სააპელაციო სასამართლო 7 თებერვალს განიხილავს

17:31 01-31-2018
150

სააპელაციო სასამართლოში სხდომა, რომელზეც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე განიხილებოდა, დასრულდა.

როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს და გამოძიება თავიდანვე არაობიექტურად წარიმართა.

"ჩვენი მხრიდან დასკვნით საკითხში დეტალურად იყო მოყვანილი ის ფაქტები, რომელიც პირდაპირ უთითებს საქმეში მტკიცებულებების არარსებობას", - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ ბესიკ ბუგიანიშვიკის განაჩენი უსამართლოა და მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ ინტერესები შორენა თეთრუაშვილს და მის ჯგუფს გააჩნია.

მისივე განცხადებით, შემდეგი სასამართლო პროცესი 7 თებერვლისთვის ჩაინიშნა.

 

საბა ხვიჩია