"ციანიდის საქმის" ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში პროკურორმა ზვიად გუბელაძემ აღნიშნა, რომ მათ წარმოადგინეს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც გიორგი მამალაძის ბრალეულობას ადასტურებს.
"ჩვენ სრულად გავეცით პასუხი და წარმოვადგინეთ ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს გიორგი მამალაძის ბრალეულობას.შედაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელი განაჩენის გიორგი მამალაძის წინააღმდეგ. როგორც ცნობილია ციანიდის საქმეში ფიგურირებს ის პირი. რომელიც გიორგი მამალაძეს ციანიდის შეძენაში დაეხმარა. სამწუხაროდ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მის სახელს და გვარს ვერ დავასახელებ", - თქვა პროკურორმა
მან ასევე აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ახალი არგუმენტები არ წარმოუდგენიათ.
საბა ხვიჩია