ინფორმაცია, თითქოს ბაგა-ბაღებში, კვების რაციონს რამდენიმე პროდუქტი დაემატა, სიმართლეს არ შეესაბამება.
აღნიშნულის შესახებ "პრაიმტაიმს" ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
"ეს დეზინფორმაციაა. მთელი დღეა რამდენიმე მედიასაშუალებიდან დაგვირეკეს მსგავსი კითხვით. კვების რაციონში პროდუქტების ჩამატება ახალი ტენდერის გამოცხადებამდე რეალურად ვერ მოხდება. ახალი ტენდერი კი ჯერ არ დამთავრებულა", - გვითხრეს სააგენტოში.
შეგახსენებთ, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს იანვრიდან შეცვლილ მენიუს სთავაზობენ. რაციონი ისეთი უხვი აღარ არის, როგორც ეს გასულ წელს იყო. მშობლები შემცირებულ საკვებს აპროტესტებენ. სპეციალისტები კი კვების ახალ სტანდარტებზე და ბავშვებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ.