ვინ არის ლევან ჯიბღაშვილის ახალი რჩეული - სად აღნიშნა ოქროს დაბადების დღე მსახიობმა - exclusive

20:21 01-31-2018
6226

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი 30 იანვარს 30 წლის გახდა. ოქროს დაბადების დღე მსახიობმა „ოტიუმში“ გადაიხადა. სწორედ ამ წვეულებაზე გამოაჩინა ლევანმა ახალი რჩეული. ჭორები იმის შესახებ, რომ ლევანი კვლავ შეყვარებულია, დადასტურდა. მისმა ზოგიერთმა მეგობარმა ეს ამბავი მაშინ შეიტყო, როცა დაბადების დღეზე თეთრ კაბაში გამოწყობილ მომხიბვლელ გოგონას ლევანმა ყველას დასანახად აკოცა.

სალია სულხანიშვილი, ასეა დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში გოგონა, რომელთან ერთადაც „პრაიმტაიმმა“ ლევანის დაბადების დღეზე გადაღებული ფოტოები მოიპოვა. როგორც ჩანს, მსახიობი ისევ მასზე ასაკით უმცროსმა გოგონამ გაიტაცა. გთავაზობთ სალის ფოტოებს და ასევე კადრებს, რომელიც ლევანის დაბადების დღეზეა გადაღებული.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი