დაჭრილი მოზარდები კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან

10:30 02-01-2018
91

გუშინ საღამოს, წითელ ბაღში დაჭრილი ორი მოზარდი, რომელიც ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.

ამის შესახებ პრაიმტაიმს კლინიკაში განუცხადეს. 

გაწერაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. მიმღებ რეანიმაციულ და თერაპიის განყოფილებაში არიან, მიმდინარეობს დაკვირვება. მდგომარეობა სტაბილურია, - აცხადებენ კლინიკაში.

პაციენტებს გულმკერდის წინა ზედაპირზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები აღენიშნებათ. ჭრილობები არის შემავალი. მათ ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებიათ.   

შეგახსენებთ, წითელ ბაღში 35-ე სკოლის ორი მოსწავლე გუშინ დაჭრეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სისხლიან გარჩევას, რომლის შედეგადაც ღამით 2 მოზარდი დაჭრეს, წითელ ბაღთან წინ ურთიერთშელაპრაკება უძღოდა. ცნობილია, რომ მე-12 კლასელებიდან ერთ-ერთი კერძო მასწავლებელთან მიდიოდა, რა დროსაც ის დაჭრეს. დაჭრილი ახალგაზრდები პარალელური კლასელები არიან. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად დაჭრილი მოზარდების მეგობარი, რომელიც ფაქტს შეესწრო, პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდა. სწორედ მან გადაიყვანა ერთ-ერთი დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

 

 

ლილუ  მიროტაძე