35-ე სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ გუშინ დაჭრილი მოზარდები პირველი ექსპერიმენტულიდან გადავიდნენ

10:45 02-01-2018
179

35-ს საფეხბურთო სკოლის დირექტორი, სადაც გუშინ დაჭრილი ორი მოსწავლე სწავლობს, აცხადებს, რომ პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან ორივე მოსწავლე დაახლოებით სამი წლის წინ გადავიდა.

ამის შესახებ მიხეილ ჩიკვილაძემ "პრაიმტაიმს" განუცხადა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოსწავლეების სკოლების ცვლილება ხორავას ქოჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეს უკავშირდება.

"სამი წლის წინ გადმოვიდნენ დაახლოებით. ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული მოსწავლეები არიან. არაკონფლიქტურები", - აცხადებს ჩიკვილაძე. 

2017 წლის 1 დეკემბერს 51-ე სკოლის მე-9 და მე-11 კლასელებს შორის კონფლიქტი სკოლის საპირფარეშოში დაიწყო და ხორავას ქუჩაზე უკვე პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ორი არასრულწლოვნის მკვლელობით დასრულდა.

შეგახსენებთ, წითელ ბაღში 35-ე სკოლის ორი მოსწავლე გუშინ დაჭრეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სისხლიან გარჩევას, რომლის შედეგადაც ღამით 2 მოზარდი დაჭრეს, წითელ ბაღთან წინ ურთიერთშელაპრაკება უძღოდა. ცნობილია, რომ მე-12 კლასელებიდან ერთ-ერთი კერძო მასწავლებელთან მიდიოდა, რა დროსაც ის დაჭრეს. დაჭრილი ახალგაზრდები პარალელური კლასელები არიან. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად დაჭრილი მოზარდების მეგობარი, რომელიც ფაქტს შეესწრო, პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდა. სწორედ მან გადაიყვანა ერთ-ერთი დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ავტორი: ლილუ მიროტაძე