ორივე მოზარდის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია -ექიმი

11:23 02-01-2018
107

"რესპუბლიკურ საავადმყოფოში" გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა თეა თავართქილაძემ განაცხადა, რომ ორივე დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

"ორივე პაციენტის მდომარეობა რჩება სტაბილური, მთელი ღამის განმავლობაში მათ უტარდებოდათ ლაბორატორიულ-დიაგნოსტიური კვლევები, რომელიც დღესაც გაგრძელდება. ორივე პაციენტი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ჰემორატიული მაჩვენებლები არის სტაბილური. ლაბორატორული მაჩვენებლების საფუძველზე გადაწყდება შემდეგი პრაქტიკა. ამ წუთისთვის ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება არცერთ მათგანს. ორივე ჭრილობა არის შემავალი", - განაცხადა თეა თავართქილაძემ.

შეგახსენებთ, წითელ ბაღში 35-ე სკოლის ორი მოსწავლე გუშინ დაჭრეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სისხლიან გარჩევას, რომლის შედეგადაც ღამით 2 მოზარდი დაჭრეს, წითელ ბაღთან წინ ურთიერთშელაპრაკება უძღოდა. ცნობილია, რომ მე-12 კლასელებიდან ერთ-ერთი კერძო მასწავლებელთან მიდიოდა, რა დროსაც ის დაჭრეს. დაჭრილი ახალგაზრდები პარალელური კლასელები არიან. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად დაჭრილი მოზარდების მეგობარი, რომელიც ფაქტს შეესწრო, პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდა. სწორედ მან გადაიყვანა ერთ-ერთი დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

 

მიხეილ ჯანგიშერაშვილი