ვარკეთილის მეტროს ექსპულატაციამდე, დასკვნა სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომაც დადო. ჩატარებული სამუშაოების შესახებ ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელმა ზურაბ ამირანაშვილმა ტელეკომპანია ,,იბერიის’’ გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში’’ ისაუბრა. მისი თქმით, ექსპერტები ვერ დაინტერესდებოდნენ უსაფრთხოების ნომრებზე, რადგან ეს უშუალოდ სამუშაობის შესრულების დროს უნდა მოხდეს.
,,ჩვენ ჩატარებული გვაქვს მოცულობის ინქსპეტირება .ყველა დასკვნას ზეპირად ვერ შევისწავლით და რაც წერია დასკვნაშია ის იქნება დადგენილი. ჩვენ შევამოწმეთ შესრულებული სამუშაოების მოცულობები ფორმა ორის მიხედვით. შემოწმება, რომ დავიწყეთ ჭერი უკვე გადაფარული იყო სხვა სამუშაოებით, ჩვენთვის ხილული იყო მხოლოდ სამღებრო სამუშაოები. საღებავების ქვეშ რა იყო არ ვიცით. ეს ზედამხედვლის მოვალეობაა. ჩვენი ექსპერტები ვერ დაინტერესდებოდნენ უსაფრთხოების ნორმებზე, რადგან ეს უნდა მოხდეს უშუალოდ სამუშაოების შესრულების დროს’’, - განაცხადა ზურაბ ამირანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 30იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა. ინციდენტის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მეტროპოლიტენ ვარკეთილში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ემუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: თათია ცუკოშვილი