"როგორც ვიცი, თავდამსხმელები უცნობები არიან..." - დაჭრილი მოზარდის მამა შემთხვევის დეტალებზე საუბრობს

11:57 02-01-2018
121

"რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან" გუშინ წითელ ბაღში ერთ-ერთი დაჭრილი მოზარდის მამამ, ირაკლი ცანავამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

როგორც მოზარდის მამა ამბობს, ფაქტი არის შემთხვევითობა და თავდამსხმელები უცნობი პირები არიან. 

"ეს ფაქტი არის შემთხვევითობა, თავდამსხმელები როგორც ვიცი, უცობი პირები არიან. რა მოხდა მართლა არ ვიცი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და თავს კარგად გრძნობენ. მათ კონფლიქტი არავისთან ჰქონიათ, ეს ინფორმაცია ბავშვისგან მივიღე, ის არ არის ისეთ დგომარეობაში, რომ დეტალებზე მესაუბროს", - განაცხადა მოზარდის მამამ. 

შეგახსენებთ, წითელ ბაღში 35-ე სკოლის ორი მოსწავლე გუშინ დაჭრეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სისხლიან გარჩევას, რომლის შედეგადაც ღამით 2 მოზარდი დაჭრეს, წითელ ბაღთან წინ ურთიერთშელაპრაკება უძღოდა. ცნობილია, რომ მე-12 კლასელებიდან ერთ-ერთი კერძო მასწავლებელთან მიდიოდა, რა დროსაც ის დაჭრეს. დაჭრილი ახალგაზრდები პარალელური კლასელები არიან. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად დაჭრილი მოზარდების მეგობარი, რომელიც ფაქტს შეესწრო, პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდა. სწორედ მან გადაიყვანა ერთ-ერთი დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

 

მიხეილ ჯანგიშერაშვილი