"რამე კონფლიქტი რომ ყოფილიყო, ნოდარიკო მეტყოდა..." - დაჭრილი მოზარდის ბიძა

14:04 02-01-2018
161

"რესპუბლიკურ საავაფმყოფოსთან" გუშინ წითელ ბაღში დაჭრილი ორი მოზარდიდან ერთ-ერთი დაჭრილის ნოდარ ცანავას ბიძა ჟურნალისტებს ესაუბრა.

როგორც დაჭრილის ბიძა აცხადებს, მისთვის უცნობია, რის გამო მოხდა დაპირისპირება წითელ ბაღში.

"გარჩევა რის გამო მოხდა, ინფორმაცია არ მაქვს. გუშინ ღამით დაგვიკავშირდნენ საავადმყოფოდან და გვითხრეს, რომ ასეთი ფაქტი მოხდა და ღამის მერე აქ ვართ. გადავრჩით, რომ ჭრილობები არ არის სასიკვდილო. ეს ბავშვი არის ფეხბურთელი, ასევე ემზადება მასწავლებლებთან. ის ამ რეჟიმით ცხოვრობს და ქუჩაში დიდ დროს არ ატარებს. ეს ფაქტიც სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ის რეპეტიტორთამ მიდიოდა. ამ ფაქტამდე, რაიმე კონფლიქტი რომ ყოფილიყო, ნოდარიკო აუცილებლად მეტყოდა. მე, ვიცი, რომ პოლიცია ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობს", - განაცხადა მერაბ მორჩაძემ.

 

 

მიხეილ ჯანგიშერაშვილი