დავით ნარმანია: "საბოლოო ხარისხთან დაკავშირებული ექსპერტიზა არ ჩატარებულა’’

14:08 02-01-2018
107

,,საბოლოო ხარისხთან დაკავშირებული  ექსპერტიზა  არ ჩატარებულა’’ - ამის შესახებ მეტროსადგურ ,,ვარკეთილში’’  მომხადარ ფაქტთნ დაკავშირებით თბილისის ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ გადაცემაში ,,თავისუფალ სივრცეში’’ განაცხადა.  

,,სამუშაოების შესრულების პერიოდში სრულდებოდა ექსპერტიზა სამუშაოების მოცულობის შესახებ, რათა კომპანიას კუთვნილი ანაზღაურება ეტაპობრივად მიეღო.   საბოლოო ხარისხთან დაკავშირებული  ექსპერტიზა არ ჩატარებულა. რაც შეეხება პროექტის ავტორს,  ეს არის ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ასევე გაიმარჯვა ტენდერში  და ამის საფუძველზე შეადგინა  პროექტი თბილისის მეტროსთვის.  ადამიანი, რომელიც არასდროს არ ყოფილა მეტროში, არც კონკრეტული სამუშაოები არ დაუთვალიერებია, არასდროს ტენდერი არ გამოუცხადებიათ, არასდროს  სამშენებლო საქმეში მონაწილეობა არე მიუღიათ,  ეს ადამიანები, რაღაც ყურმოკრულზე საუბრობენ. ამ შემთვევაში ვგულისხმობ ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს’’ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ 30იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა.  ინციდენტის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.  შს სამინისტროს ინფორმაციით, მეტროპოლიტენ ვარკეთილში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ემუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: თათია ცუკოშვილი