"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ რთულია იმაზე საუბარი ჯერჯერობით, პრეზიდენტის ინიციატივის შედეგად, რომელიც არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესის ცვლილებას და გაჰუმანურებას ითვალისწინებს, იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება
როგორც "პრაიმტაიმთან" საუბარში იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, კარგი იქნებოდა, შეწყალების კომისია კი არ ზრუნავდეს ასეთი პატიმრების გამოშვებაზე, საკანონმდებლო დონეზეც იყოს ეს ცვლილებები.
"საკამოდ რთულია რამე ვთქვათ, ამ ცვლილებებით რა შეიცვლება. პრეზიდენტი შეწყალების წესს ამარტივებს, როგორც თვითონ აცხადებს. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც წავიკითხე განცხადებებში, უფრო სწორია, ვიდრე არასწორი. ნათქვამია, რომ შეწყალების პროცედურა გაუმარტივდებათ ნარკოტიკების მოხმარებაზე მსჯავრდებულ ადამიანებს და ასევე მათ, ვინც არაძალადობრივი დანაშაულებისთვის არიან გასამართლებულები. სწორი მიმართულებაა, თუმცა კარგი იქნებოდა, შეწყალების კომისია კი არ ზრუნავდეს ასეთი პატიმრების გამოშვებაზე, საკანონმდებლო დონეზეც იყოს ეს. არ დაგვჭირდეს შეწყალების კომისიის შეწუხება ამასთან დაკაშირებით და პირობითად, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსულება შეიცვალოს შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებით. აქამდე რომ არ მივიდეს, სჯობს. თუმცა, ვინაიდან პრეზიდენტი არ არის ის, რომელსაც კანონმდებლობის შეცვალზე მიუწვდება ხელი, ნებისმიერ შემთხვევაში დადებითი ნაბიჯია თუ რეალურად ამოქმედდება და არ იქნება კორუფციის წყარო. შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით, ცოტა ცუდი გამოცდილება გვაქვს, რადგან საზოგადოებას ყოველთვის აქვს ეჭვი, რომ კორუფციის მაგალითი გვექნება და მათ გამოუშვებენ გარეთ, ვისაც პატრონი ყავს. კარგი იქნება, თუ ეს შეეხება ყველა იმ ადამიანს, ვისაც მსგავსი ტიპის დარღვევები აქვს ჩადენილი და გარეთ გამოვლენ ის ადამიანები, ვინც სხვა ადამიანებს არ მიაყენეს ზიანი. რა იქნება პრაქტიკაში ეს არ ვიცი", - განაცხადა ხვიჩიამ.
კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ აღნიშნული ინიციატივა ერთგვარი პასუხია პრეზიდენტის მხრიდან ბოლოდროინდელი აქციების, რომელიც ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გაიმართა,
"ვერ გეტყვით, რომ ამ აქციების შეეშინდა პრეზიდენტს და იმიტომ გააკეთა. მგონი პრეზიდენტის წინააღმდეგაც იყო მიმართული ეს აქციები, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა, ვის გამო შეიძლება ადამიანმა უდანაშაულო ადამიანების გამოშვებაზე იფიქროს. ფაქტია, რომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რამდენად სწორი, თუ არასწორი ნაბიჯია. მოლოდინის დონეზე, რასაც გვეუბნებიან, სწორი ნაბიჯია. პრაქტიკაში უნდა ინახოს", - განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ პრესკონფერენცია დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართა.
შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულებები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათი შემოტანა-ტრანზიტისა.
შეწყალების კომისიამ, ასევე არსებითად უნდა განიხილოს იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომლებიც გასამართლებულები არიან 381-ე მუხლით და მათ სასჯელი დაეკისრათ ,,ნარკოტრიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე.
ასეთივე წესით კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და არ ჩაუდენია ეს დანაშაულები ძალადობით, ან ძალადობის მუქარით.