ამინდის პროგნოზი - საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მინუს 10 გრადუსამდე დაეცემა

17:31 02-01-2018
1345

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, შენარჩუნებული იქნება, ნალექიანი ამინდი. იქროლებს, დასავლეთის მიმართულების ქარი.

ჰაერის ტემპერატურა, დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსი იქნება. დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, ნალექი შეწყდება.

2 თებერვალს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა, ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგგან -3, -5, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში (შიდა ქართლი), -10 გრადუსამდე დაეცემა,

დედაქალაქში - 2, -4 გრადუსია მოსალოდნელი.

2 თებერვალს დღის საათებში, ჰაერის ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოს დაბლობში, +9 +14 გრადუსამდე მოიმატებს.

ავტორი: რუსა ღვანიძე