აუცილებელია, ყველამ დაიცვას პირობა, რათა კითხვები არ წარმოიშვას საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით - მიხეილ ჯანელიძე

12:22 02-02-2018
73

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, დღეისათვის არანაირი საფრთხე არ არსებობს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაიხედოს.

ამის შესახებ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, გაუფრთხილდნენ ამ შესაძლებლობას. 

"დღეს არანაირი საფრთხე საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციის სარგებლობის კუთხით არ ემუქრებათ. მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ იმ დიდ შესაძლებლობას, რომელიც მოგვენიჭა ვიზალიბერლაიზაციით. ამით ისარგებლა ძალიან ბევრმა საქართველოს მოქალაემ. კიდევ ერთხელ შევახსენებ მოქალაქეებს, ეს არის 90 დღიანი ვიზიტისთვის განსაზღვრული უვიზო მიმოსვლა, შესაბამისად, აუცილებელია, ყველამ დაიცვას პირობა, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს და რაიმე კითხვები არ წარმოიშვას ვიზალიბერალიასთან დაკავშირებით. დღეს არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ გადაიხედოს ეს საკითხი", - განაცხადა ჯანელიძემ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე