"დანა არა, ნაჯახი აღმოაჩინეს..." - კახა კალაძე ბაღში პურში საკანცელარიო დანის პირის აღმოჩენასთან დაკავშირებით

12:43 02-02-2018
1471

"დანა არა, ნაჯახი აღმოაჩინეს", - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტირებისას, რომლის თანახმად, თბილისის მე-100 ბაღში დღეს დილით, პურში საკანცელარიო დანის პირი აღმოაჩინეს.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფაქტის ამსახველი ფოტო და ინფორმაცია, სადაც სახელმწიფო ბაღებში კვებით უკმაყოფილო მშობლები, ფაქტის სასწრაფოდ შესწავლას და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.

თბილისის ბაღებს კვების პროდუქტებით, კომპანია "ნილი" ამარაგებს. პურპროდუქტები კომპანიის საცხობში ცხვება და შემდეგ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ნაწილდება. "ნილის" დირექტორი ამტკიცებს, რომ სახეზეა დივერსია და ეს არ არის პირველი შემთხვევა.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე