"ნილი" გამარჯვებული არ არის, ტენდერში გამარჯვებული კომპანია დღედღეზე გვეცოდინება - კახა კალაძე

12:46 02-02-2018
211

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბაგა-ბაღებში კვებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ არასწორია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ტენდერში კომპანია "ნილმა" გაიმარჯვა. 

"ნილი" გამარჯვებული არ არის. გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა კომპანია "ნილმა", რადგან ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდა, თუმცა სატენდერო კომპანიამ მას დაუდგინა ტექნიკური ხარვეზები, დისკვალიფიკაცია მისცა და ტენდერი არ შედგა. იმისთვის, რომ ბაღებში კვება შესულიყო და მომსახურებოდნენ, ერთთვიანი ხელშეკრულება გაფორმდა "ნილთან", შესაბამისად, ტენდერი გამცოხადებულია და დღედღეზე გვეცოდინება ვინ არის გამარჯვებული", - განაცხადა კალაძემ.  

ავტორი: ლილუ მიროტაძე