ჯიმ კერის აშანტაჟებდნენ - მსახიობის ადვოკატი მტკიცებულებს ასაჯაროებს

16:45 02-02-2018
468

2015 წლის სეტემბერში, ჰოლივუდის მსახიობის, ჯიმ კერის ყოფილი გერლფრენდი,  კატრიონა უაითი, ლოს-ანჟელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მეგობრების ინფორმაციით, გარდაცვლილს, დიდი რაოდენობის წამალი აღმოუჩინეს. სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი, წამლის გადამეტებული დოზის მიღება გახდა.

ლოს-ანჟელესის სამართალდამცველების გამოძიების შედეგად, კატრიონამ სიცოცხლე, წამლების, საიკვდილო დოზის მიღებით, თვითმკვლელობით დაამთავრა. 

ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ, ჯიმ კერი, რომელიც შეყვარებულს, გარდაცვალებამდე, რამდენიმე დღის წინ დაშორდა, კატრიონას მკვლელობაში დადანაშაულეს. 

პირველად ჯიმი დამნაშავედ, კატრიონას მეუღლემ, მარკ ბერტონმა დაასახელა, ხოლო შემდეგ, გარდაცვლილის დედა, ბრიჯეტ სვიტმენი მსახიობს, შვილის სიკვდილში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ სწორედ მან მიიყვანა თვითმკვლელობამდე, ეს ის მამაკაცია, რომელმაც მის ქალიშვილს, სამი სახის, ვენერიული დავადება გადასდო. 

ჯიმ კერის ადვოკატები ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კატრიონას დედა, სიმართლეს ვერ დაამტკიცებდა, მას ტყუილი ბრალდებისა და ცილისწამებისათვის, ჯიმ კერისთვის, 372 000 დოლარის გადახდა მოუწევდა.

საინფორმაციო წყაროს people-ს ინფორმაციით, კერის ადვოკატმა დაამტკიცა, რომ გარდაცვლილის დედა, ბრჯეტ სვიტმენი, მსახიობ ჯიმ კერის, აშანტაჟებდა. მას,  ვენერიული დაავადების გადადებაში, ადანაშაულებდა. აღმოჩნდა, რომ ბრეჯეტი სასამართლოზე, უცნობი ადამიანის ანალიზის პასუხებს იყენებდა, კატრიონა უაითის სახელით. საქმეში არსებობს დოკუმენტი, სადაც ქალბატონი წერს:

მე ნიმუში მჭირდება... მასზე უნდა ვიმუშაო, სანამ სასამართლოს გადავცემ - ბრჯიტ სვიტმენი. 

სავარაუდოდ დოკუმენტი, ამ ისტორიის დასასრული იქნება.    

   

ავტორი: რუსა ღვანიძე