„მზად ვართ ვიჩივლოთ იმ შემთხვევაში თუ საკრებულოს სხდომა არ ჩატარდება“– ლევან ხაბეიშვილი

18:01 02-03-2018
65
თეგები: ხაბეიშვილი

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდართან დაკავშირებით, რიგგარეშე საგანგებო სხდომის ჩატარებას ითხოვენ.

როგორც ფრაქციანაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პრაიმთაიმთან საუბრის დროს განაცხადა, ისინი მზად არიან იჩივლონ იმ შემთხვევაში თუ საკრებულოს სხდომა არ ჩატარდება.

„მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდართან დაკავშირებით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში დადიან ისეთი ყვითელი ავტობუსები, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა დიდი ხანია გაუვიდათ, ვთხოვთ საკრებულოს ჩაატაროს რიგგარეშე სხდომა, სადაც მოვიდეს თბილისის მერი და აიღოს პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე, რამდენად უსაფრთხოა როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა ტრანსპორტი. თბილისის საკრებულოს რეგლამენტის 55–ე მუხლის შესაბამისად, ფრაქციას გვაქვს უფლება მოვიწვიოთ რიგგარეშე სხდომა და ვალდებულნი არიან რომ ეს უზრუნველყონ. სხდომის ჩატარებას სამშაბათს ვაპირებთ და თუ ამას არ გააკეთებენ, მზად ვართ სასამართლოში ვუჩივლოთ.“ – განაცხადა ხაბეიშვილმა

მან ასევე აღნიშნა,რომ „მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევა უპრეცედენტოა, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა.

„როცა ივანიშვილის მიწის ნაკვეთს და პრემიადანამატებს ეხება საქმე,რიგგარეშე სხდომას 1 საათში ნიშნავენ. დედაქალაქში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მეტროში ჭერი ჩამონგრეულიყო, რაც ნიშნავს იმას, რომ მოხდა უპრეზედენტო შემთხვევა და აუცილებლად უნდა ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა“ – დასძინა მან.

ავტორი: საბა ხვიჩია