თვითმკვლელობა თბილისში - „დარჩა მე-12 კლასელი გოგონა და ხანდაზმული მშობლები“

12:19 02-05-2018
311

დღეს დილით თბილისში, შუახნის ქალი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

როგორც გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობელი სოციალურ ქსელში წერს, ოჯახს მატერიალური პრობლემები და ბანკის ვალები ჰქონდა. 

„ახალგაზრდა ქალმა მოიკლა თავი. დარჩა მე-12 კლასელი გოგონა და ხანდაზმული მშობლები... მე-9 სართულიდან გადმოხტა“, - ამბობს მეზობელი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.