მოდელი კაილი ჯენერი პირველად გახდა დედა - "მაპატიეთ, რომ დიდ ხანს ვმალავდი"

13:46 02-05-2018
373

მოდელი, კაილი ჯენერი და მისი შეყვარებული, რეპერი, ტრევის სკოტი, პირველად გახდნენ მშობლები. 

მშობიარობის შესახებ, ტელევარსკვლავმა, ინსტაგრამზე პოსტი და ვიდეო გამოაქვეყნა:

მაპატიეთ, რომ დიდ ხანს ვმალავდი ჩემს მდგომარეობას. ჩემი ფეხმძიმობა - ეს ის შემთხვევაა, რომელიც გადავწყვიტე, რომ მსოფლიოს არ გაეგო. ვიცოდი, რომ  სტრესის გარეშე, მჭირდებოდა, ამ როლისთვის მომზადება, ჩემი შვილისთვის პოზიტიური და  ჯანმრთელი გარემოს შექმნა. ვიცოდი, რომ ჩემი შვილი, ჩემს ყველა ემოციას და სტრესს იგრძნობდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ დამემალა ფეხმძიმობა, ჩემი პატარას, ბედნიერი ცხოვრებისთვის. ფეხმძიმობა, ყველაზე საუკეთესო დრო იყო ჩემს ცხოვრებაში - მე ბევრი რამ ვისწავლე და შევცვალე. შეიძლება, ეს დრო კიდევ ბევრჯერ მომენატროს. ვაფასებ და მადლობელი ვარ ჩემი ოჯახია და მეგობრების, რომლებიც გვერდში მედგნენ და რომლებმაც ეს საიდუმლო შემინახეს.  ჩემი ლამაზი და ჯანმრთელი შვილი, 1 თებერვალს დაიბადა. ისეთი ბედნიერი და სიყვარულით სავსე ვარ, რომ ასე მგონია, მალე ავფეთქდები. მადლობა ყველას ყურადღებისთვის. - წერს კაილი ჯენერი.

სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ, მოდელმა, You Tube-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სახელწოდებით ჩვენი გოგონასთვის. ვიდეორგოლში, კაილის  ფეხმძიმობის კადრები და მთავარი მომენტებია ატვირთული. კადრის ბოლოს, კაილი და მისი ახალშობილი გოგანა ჩანს. 

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია, კაილის ფეხმძიმობის შესახებ, პირველად, გასული წლის სექტემბერში გავრცელდა.   

 

ავტორი: რუსა ღვანიძე