ახალი მუსიკალური პროექტი „რუსთავი 2“-ზე - „მხოლოდ ქართული“ - exclusive

16:20 02-05-2018
6118

„პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ინფორმაცია, რომ „რუსთვი 2“ ახალი მუსიკალური შოუსთვის ემზადება. „მხოლოდ ქართული“ ასე ერქმევა პროექტს, რომელშიც მხოლოდ ქართული სიმღერები გაჟღერდება. როგორც გავიგეთ, პროექტის პროდიუსერი გიორგი უშიკიშვილი იქნება. ჩვენ გიორგის დავუკავშირდით.

- გიორგი, რით იქნება გამორჩეული ეს პროექტი იმ მუსიკალური შოუებისგან, რომელიც მანამდე ამ არხზე გვინახავს?

- მთავარი სიახლე ისაა, რომ პროექტში მხოლოდ ქართული სიმღერები გაჟღერდება.  შოუს ჰქვია „მხოლოდ ქართული“. ეს კეთდება ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის, განსაკუთრებით მომავალ თაობაში. ჩვენ ვაჩვენებთ როგორ უნდა იმღერონ სწორად ქართულად.

-  ვინაიდან თქვენ ხართ ამ გადაცემის პროდიუსერი ბადებს კითხვას, ხომ არ იქნება მთავარი აქცენტი ხალხურ სიმღერაზე?

-  შეიძლება იყოს ერთ-ერთი ტური ხალხური, მაგრამ ჩვენ არ ვეძებთ ფოლკლორულ ანსამბლებს, არც ხალხური სიმღერის ინდივიდუალურ შემსრულებლებს. ეს იქნება საესტრადო ქართული სიმღერის კონკურსი. აქ იქნება სხვადასხვა ქართველი კომპოზიტორების ტურები. მანამდე იქნება შესარჩევი ტურები, ბოლოს ლაივები და ა. შ.

- ვის მოიაზრებთ ჟიურიში?

- ამ ეტაპზე ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.

ნინო მჭედლიშვილი

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი