ყველას ერთი მოლოდინი გვაქვს და გვჯერა რომ არ იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ თუბა ჩაბუქმა განაცხადა.
როგორც ხედავთ ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს ჩემი მეუღლის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დღევანდელი სასამართლო პროცესზე მიღებული გადაწყვეტილება. ყველას ერთი მოლოდინი გვაქვს და გვჯერა რომ არ იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ ეს გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება, სასამართლო ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უფლებები და ყველანაირ სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ, მათ შორის უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ, თუ საჭირო გახდება ევროსასამართლოშიც. გუშინ ომბუდსმენის გამოსვლას მოვუსმინე,იქაც ყველაფერი ძალიან კარგად იყო ნათქვამი. ჩვენ გვჭირდებოდა ლტოლტვილის სტატუსის მიღება, ეს ასე არ მოხდა მაგრამ იმის იმედი მრჩება, რომ დღეს ჩემს მეუღლეს გაათავისუფლებენ. - განაცხადა ემრე ჩაბუქის მეუღლემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხზე.