24 თებერვალს ჩვენი ოჯახი გაერთიანდება და ჩემი ქმარი გათავისუფლდება, - ასე გამოეხმაურა დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე თუბა ჩაბუქი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებას პროცესის გადადების თაობაზე.
"მე დღევანდელ სხდომაზე ძალიან მომეწონა მოსამართლის ყურადღება. ის ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდა ჩვენს პროცესს. გაითვალისწინა ჩვენი ადვოკატების შუამდგომლობა და გადადო სასამართლო პროცესი 19 თებერვლამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე კიდევ უფრო კარგად შეისწავლის პოზიციებს და უკვე 24 თებერვალს ჩვენ ოჯახი კვლავ გაერთიანდება და ჩემი ქმარი გათავისუფლდება", - განცხადა ჩაბუქის მეუღლემ.
შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საქმეზე სასამართლო პროცესი 19 თებერვლამდე გადაიდო