მსახიობმა ანრი ბიბინეიშვილმა "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" ემიგრანტების პრობლემებზე ისაუბრა.
როგორც მსახიობმა აღნიშნა, მზად არის საქართველო ახლავე დატოვოს.
"დღესვე წავალ, თავმოყვარე ბიჭი, რომელსაც მიმუშავია მიმტანად, ბარმენად, თურქეთში მტვირთავად, პლასტმასის ცეხში ხელი დამიწვია, ფული არ მოუციათ, გამოვბრუნებულვარ იქიდან, მშიერი დედაჩემისთვის შემიხედავს, მამაჩემისთვის. დღესაც მზად ვარ, მოხუც ქალს, მოხუც კაცს დავბან და ვიქნები პატიოსანი ჩემს თავთან, იმით, რომ ჩემი უფლით მექნება მოპოვებული ეს ყველაფერი", - აღნიშნა მსახიობმა.