"ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" იმაზე ისაუბრა, როგორ არასათანადოდ იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა.
ხაბეიშვილმა ამის თვალსაჩინოდ ერთ-ერთი შემთხვევა დაასახელა.
"შეიძლება ანეკდოტად მოგეჩვენოთ, მაგრამ მარნეულში, დაახლოებით 12 ჯიუჯიცუს მწვრთნელს დაახლოებით ვუხდით 300-400 ლარს. მოიძიეთ სად არის, ან სპორტი თუ იცით, ან მარნეულში სად ნახეს ან ჯიუჯიცუ თუ იცით საერთოდ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.