"სკოლის მოსწავლე თუ იყავით, ალბათ ქოლგით იჯექით გაკვეთილზე..." - კამათი ლევან ხაბეიშვილსა და ლაშა მესხს შორის

21:46 02-06-2018
169

"ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის ლაშა მესხის კრიტიკას, რომელიც მან წინა ხელისუფლების მისამარით გამოთქვა შემდეგნაირად უპასუხა:

"საუბარი იმაზე, თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" ხალხს ჟლიტავდა და ბიზნესს ატერორებდა, არასწორია. გახსოვთ ალბათ რა ქვეყანა ჩაიბარა. შევარდნაძის პერიოდი გაიხსენეთ", - აღნიშნა ხაბეიშვილმა, რაზეც მესხმა უპასუხა, რომ ამ დროს ის სკოლის მოსწავლე იყო და არ ახსოვს.

"სკოლის მოსწავლე თუ იყავით, ალბათ ქოლგით იჯექით გაკვეთილზე იმიტომ, რომ წვიმდა. შუქი არ იყო და გათბობა არ იყო", - განაცხადა ხაბეიშვილმა. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე