ტაივანში, ძლიერი მიწისძვრის გამო, სასტუმროს შენობის ნანგრევებში 29 ადამიანია მოყოლილი

LIVE UPDATE
175

ტაივანში, ქალაქ ჰუალიანში ძლიერი მიწისძვრის გამო სასტუმროს შენობის ნანგრევებში 29 ადამიანია მოყოლილი.

BBC-ს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ნაწილობრივ ან მთლიანად ჩამოინგრა რამდენიმე შენობა, დაზიანდა ხიდები, გზის საფარსა და ტროტუარებზე კი ღრმა ბზარები შეინიშნება.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ გავრცელებულა. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ სამაშველო-სამძებრო ოპერაციის ადგილზე 100-მდე სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა.

6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:50 საათზე ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე