რას ყვებოდა დოდო გუგეშაშვილი წლების წინ თავის შვილზე? - ყოველთვის ვცდილობდი, კარგი დედა ვყოფილიყავი

13:47 02-07-2018
225

რამდენიმე წლის წინ ყოფილი მხედრიონელი დოდო გუგეშაშვილი „თბილისელებთან“  ინტერვიუს დროს თავის აწ უკვე გარდაცვლილ შვილზე ნოდარ გუგეშაშვილზე საუბრობდა, სადაც აღნიშნა, რომ ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო კარგი დედა და შვილს სიყვარულით ზრდიდა

„ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ჩემი შვილი, მე ძალიან კარგად მიცნობს და ჩემი სჯერა. ის გაიზარდა დიდი სიყვარულით  და არც არასდროს ჰქონია შეკითხვები  ჩემთან. ყოველთვის ვცდილობდი, კარგი დედა ვყოფილიყავი, მგონი, ეს ცუდად არ გამომდიოდა. არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიმიღია მის გარეშე. ჩვენ კარგად ვიცით ერთმანეთის ცხოვრება.  არის თემები, რაზედაც ვსაუბრობთ, თემები – რაზედაც ვნანობ კიდეც   და ვფიქრობ,   რომ ის ჯობდა, სხვაგვარად ყოფილიყო. ადამიანები შეუცდომლები არ ვართ. როცა სამსჯავროზე წარვდგებით, იქ გადაწყდება იმ ყველაფრისთვის, რაც გავიარეთ, სად და როგორ მიგვიჩენენ  ადგილს“ - აღნიშნა „თბილისელებთან“ საუბრის დროს დოდო გუგეშაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას დიღმის მასივში, საკუთარ სახლში დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი მოკლეს, თავად დოდო გუგეშაშვილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება