ზაზა ხატიაშვილი "ბადაგონზე": „ეს არის კომპანიაზე პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლა"

18:29 02-07-2018
108
თეგები: ბადაგონი

კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურის შესვლის შემდეგ, ზემო ხოდაშენსა და მანავში მდებარე ქარხნებმა მუშაობა შეაჩერა.

როგორც კომპანია „ბადაგონის“ ადვოკატი - ზაზა ხატიაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრის დროს აღნიშნავს, ეს არის პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლა კომპანიაზე.

„ეს არის კომპანიაზე პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლა, კომპანიაზე, რომელმაც ამ წელს გაყიდა ყველაზე მეტი ბოთლი ბაზარზე. ეს არის პოლიტიკური დაინტერესება და ჩვენ ეჭვი გავქვს, რომ ეს ყველაფერი მოდის ბეჟუაშვილებისგან, რომელსაც ეხმარებიან ის ნარჩენები, რომლებიც 2006 წელს ცდილობდნენ ამ კომპანიიის განადგურებას,  - აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, 600 ადამიანი სამსახურის გარეშე რჩება და მათზე 4 მილიონი ლარის ხელფასი იქნება გაცემული.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ფაქტის გამო ხელისუფლება ბოდიშს მოიხდის.

„როგორც 2006 წელს ბადაგონში შემოვარდნენ და ხელისუფლებამ ბიდიში მოიხადა, იგივე მოხდება ახლაც, ხელისუფლება ისევ მოიხდის ბოდიშს“ - დასძინა მან.

ავტორი: საბა ხვიჩია