რეჟისორი გოგა ჭყონია, რომელიც აფხაზეთის ომის ვეტერანის, დაჭრილი დოდო გუგეშაშვილის მეგობარია, აცხადებს, რომ თავდამსხმელი, მისი ვერსიით ნოდარ გუგეშაშვილის ნაცნობი იყო.
ამის შესახებ რეჟისორმა "იბერიას" თოქშოუში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა.
"მე უფრო ვიხრები იმისკენ, რომ ნოდარიკოზე იყო თავდასხმა, რადგან მას 5 ტყვია აქვს მოხვედრილი, დოდოს კი მხოლოდ ერთი. მიზეზს ვერ მოაგხსენებთ, რადგან მეც დაბნეული ვარ და არ ვიცი", - განაცხადა რეჟისორმა.