"მამა გიორგი არ დაუკავებიათ..." - მიხეილ რამიშვილი

20:37 02-07-2018
180

"ციანიდის საქმის" მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები დეკანოზის მიმართ თავიდანვე ზეწოლას ახდენდნენ. 

"მამა გიორგი არ დაუკავებიათ. როდესაც უნდა ჩამჯდარიყო მერსედესის მინივენით თვითმფრინავში, ისე, რომ არც უთქვამთ ვინ იყვნენ მანქანაში, წამოიყვანეს და გამომძიებლები რომ იძახიან დავაკავეთ და პირადი ჩხრეკა ჩავუტარეთ, ეს არის სიცრუე. პირდაპირ მიიყვანეს და მანქანაშივე ითხოვდნენ ეღიარებინათ მკვლელობის მომზადება", - განაცხადა რამიშვილმა "იბერიას" თოქშოუში "თავისუფალი სივრცე".



ავტორი: ლილუ მიროტაძე