დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურად მძიმეა

12:08 02-08-2018
85

დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურად მძიმეა. პაციენტი ისევ ხელოვნურ სუნთქვაზეა და რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ამის შესახებ "პრაიმტაიმს" ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში განუცხადეს. 

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილს თავს საკუთარ სახლში გუშინ, დილით დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა. 

შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).