დღეს 14:30 საათზე ფონდ „იავნანას“ ოფისში, (მის: პეკინის ქუჩა № 28) მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე საზოგადოებისთვს ცნობად სახეებს: ხელოვანებს, მომღერლებს და კომპოზიტორებს შეხვდება.
შეხვედრაზე ბურჭულაძე ფონდ „იანვნანას“ გარშემო მიმდინარე პროცესებზე და ფონდის საქმიანობაზე ისაუბრებს. ასევე დაგეგმილია დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც, სადაც „იავნანას“ მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული საქველმოქმედო საქმეები იქნება ნაჩვენები.