87 წლის რეჟისორი და მსახიობი კლინტ ისტვუდი, შვილებთან ერთად, ლოს-ანჟელესში, მისი ახალი ფილმის, პარიზის მატარებელი-ის პრემიერაზე იმყოფებოდა. ცნობილია, რომ კლინტი, 6 შილის მამაა. პრემიერაზე, რეჟისორის შვილები და კლინტის შეყვარებული, კრისტინა სანდერიც იმყოფებოდა, რომელიც მასზე, 33 წლით უმცროსია.
კლინტის 49 წლის ვაჟი, კაილ ისტვუდი, ჯაზის ბას-მუსიკოსია, რომელმაც მამას, ფილმებისთვის 9 საკუთარი მუსიკა დაუწერა და აჩუქა. რეჟისორის 46 წლის ქალიშვილი, ელისონ ისტვუდი, მსახიობი და ტანსაცმლის დიზაინერია. 31 წლის სკოტ ისტვუდიც, მსახიობია, რომელსაც და-ძმებთან შედარებით, სამსახიობო კარიერაში, ყველაზე დიდი მიღწევები აქვს.
29 წლის კეტრინი, 24 წლის ფრანჩესკა და 21 წლის ელისონიც, პროფესიით, ასევე მსახიობები არიან. რეჟისორს ქალიშვილები, სხვადასხვა ცოლისგან ყავს.
პრემიერაზე, კლინტის არც ერთი შვილის დედა, არ იმყოფებოდა, სამაგიეროდ პრემიერას, მისი ბოლო სიყვარული, კრისტინა სანდერი ესწრებოდა, რომელთანაც რეჟისორს უკვე, 4 წლიანი ურთიერთობა აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ კრისტინა სანდერი, რეჟისორმა საკუთარ სასტუმროში, Mission Ranch Hotel-ში გაიცნო, რომელიც ოფიციანტად მუშაობდა. 2014 წლიდან, წყვილი ერთად არის. სანდერი, 36 წლისაა და რეჟისორზე, 33 წლით უმცროსია.