ჰოლივუდის მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა თვითმფრინავის ბორტზე ბუნტი მოაწყო (ვიდეორგოლი)

16:04 02-08-2018
394

ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი რომელიც, ჟურნალ ფორბსის მონაცემებით,  ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად არის ცნობილი. ხასიათით - უშუალი და პირდაპირი ადამიანია. ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს, არასოდეს არ აქვს კომპლექსი, დააფიქსიროს ის, რასაც ფიქრობს. უყვარს, სცენაზე ხუმრობა.

მსახიობი, პირად ცხოვრებაშიც, ასევე თავისუფალი აღმოჩნდა. გუშინ, თვითმფრინავის ბორტზე, მისმა საქციელმა, ნამდვილი სკანდალი გამიწვია - თვითმფრინავის მგზავრები დაიყოლია, რომ მისი საყვარელი საფეხბურთო კლუბისთვის, ფილადელფია იგლზ-ი, გულშემატკივრობა გაეწიათ. 

ინციდენტი, პირდაპირ თვითმფრინავის ბორტზე მოხდა. ჯენიფერმა, ხელში ჩაიგდო ინტერკომის აპარატი, რომლის გამოყენების უფლება, მხოლოდ თვითმფრინავის წევრებს აქვთ და აპარატის საშუალებით, მგავრებს მიმართა:

მოგესალმებით, ეს პილოტი არ არის, თქვენ ჯენიფერ ლოურენსი გესაუბრებათ.

მსახიობმა, მგზავრებს, თხოვნით მიმართა, რომ მისი საყვარელი საფეხბურთო გუნდისთვის, ფილადელფია იგლზ-სთვის, წარმატებები ესურვათ და ხმამაღლა და დამარცვლით, წარმოეთქვათ გუნდის სახელი.  მგზავრების ერთი მხარე, აჰყვა ჯენიფერის მოწოდებას, მეორე კი გაოცებული იყო, მსახიობის მოქმედებით და ავიარეისის დროს, წესების დარღვევას აპროტესტებდა. ყველაზე შეშფოთებული, სტიუარდესა იყო, რომლის ინტერკომითაც ისარგებლა, ჯენიფერმა.

მსახიობის მეგობრებმა, რომლებიც ჯენიფერთან ერთად იმყოფებოდნენ თვითმფრინავის ბორტზე, ვიდეორგოლი გადაიღეს და ინტერნეტში გაავრცელეს. 

მგზავრების უკმაყოფილება, სოციალურ ქსელში, YouTube-ზე ატვირთულ რგოლში, აშკარად გამოიკვეთება.

კომენტარებში წერენ რომ ეს სკანდალი, სამოქალაქო სამართლის დანაშაულია. ჯენიფერს, ამ ინციდენტის გამო ჯარიმა უნდა გადაეხადა, მაგრამ რატომღაც, მსახიობი, დამნაშავედ არ ცნეს. ჯენიფერის საყვარელმა საფეხბურთო გუნდმა კი, გამარჯვება მოიპოვა. 

იხ. ვიდეორგოლი:  

  

ავტორი: რუსა ღვანიძე