ნუკი კოშკელიშვილი -„პეპლები მუცელში 4 წლის წინ, რომ გამიჩნდა მას მერე იქ ბუდობენ და არც ვუშვებ“...

16:03 02-09-2018
686

ეპატაჟური, სექსუალური, ორიგინალური, საოცრად კომუნიკაბელური, მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ნუკი, მის ცხოვრებაზე, ემოციებზე და სიყვარულზე, კვლავ საუბრობს. მისი თქმით,  წავიდა უცხო მამაკაცთან, რომელიც ნანახი არ ყავდა, თავგადასავალი, სწორედ ამ დღიდან დაიწყო და დღესაც, ამ თავგადასავლით ცხოვრობს, რომელსაც ოჯახს უწოდებს. პეპლები, მისთვის მუდმივი ბედნიერების და სიყვარულის გრძნობაა.

ბლიც-ინტერვიუ ნუკი კოშკელიშვილთან.

 

 

სახელი: ნუკი.

გვარი: კოშკელიშვილი.

ასაკი: 27

პროფესია: საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი -  შინაურულად წამყვანი.

დღის გეგმა: დღეს,  ბევრი გადაღება მაქვს და მინდა, ყველაფერს  რომ მოვრჩები, მეგობრებს შევხვდე.

დღე, რომელსაც რამდენიმეჯერ ისევ გაიმეორებდი:  უამრავია ასთი დღე, ჩემი დის დაბადება, პირველი ეთერი, ჩემი ქორწილი.

დაუფიქრებლად რა გაგიკეთებია: მე მგონი, ყველაფერი. ძალიან რისკიანი ვარ და დაუფიქრებლად მიყვარს, მოვლენის ეპიცენტრში შეხტომა. მხოლოდ, ფაქტის შემდეგ ვფიქრობ, რატომ და რისთვის მოვიქეცი სე.

ფიქრს ანიჭებ უპირატესობას თუ სპონტანურ გადაწყვეტილებებს: - ეჰჰჰ, ნეტავ პასუხი იყოს პირველი, მაგრამ ეგ ტყუილი იქნება. უდავოა უპირატესობას, ემოციებს ვანიჭებ. ხუმრობა  რომ გვერდზე იყოს, არც მინანია არასდროს, არც ერთი ასეთი გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილება, რომელსაც ნანობ: ასეთი  გადაწყვეტილება არასდროს მიმიღია, სულ რომ, შეცდომა იყოს, გამომიყენებია ჩემს სასიკეთოდ, როგორც კარგი გაკვეთილი.

,,მის საქართველოზე“ მონაწილეობამ რა მოგცა:  სასაცილო შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაფერი!! შანსი, გამოცდილება და ,,მის საქართველო რომ არა, არ მეცოდინებოდა,  რა მინდა ამ ცხოვრებაში. ეს,  საბედისწერო კონკურსი იყო.

ტელეკომპანია ,,იმედი“ როგორ გახსენდება: ძალიან ტკბილად, ყველაზე მაგარი დრო იყო და ბევრი მაგარი გამოწვევა მქონდა. იმედი“,  ჩემი პირველი სახლია და რა თქმა უნდა, ყოველთვის ტკბილად მახსენდება.

ადგილი, რომელიც გონებიდან არასდროს წაიშლება:  თბილისი. ახლანდელი გადმოსახედიდან, როცა შორს ვარ, ეს არის ის ადგილი, რომელიც სულ გულით დამაქვს და არასდროს დამავიწყდება.

მშვიდად გრძნობ თავს მაშინ, როდესაც:  როდესაც ვარ ოჯახთან ერთად, აი მაშინ არაფრის მეშინია..

ემოციების კონტროლი რთულია თუ მარტივი:  მარტივი, მე ძალიან დიპლომატიურად ვუდგები, ემოციების კონტროლს და ამ ჩემს ჩვევას,  ერთ-ერთ ნიჭად მივიჩნევ.

რა არის შენთვის მეგობრობა:  მეგობრობა, ჩემთვის არც გასაჭირი და არც ლხინია, მეგობრობა, ჩემთვის დიდხანს, ერთად, ჩუმად ყოფნა. ოდესაც  შეგიძლია და  არ გელევა სალაპარაკო, ეს ძალიან საჭირო მეგობრობაა, ხოლო როდესაც  გაქვს საშუალება, დუმილით გააგებინო რა გინდა,  ეს ნამდვილი ურთიერთობაა.

პეპლები, რომელიც მუცელში ჩნდება,როგორ ახსნი:  ჩდებააა?! ,  მე სადღაც 4 წლის წინ რომ გამიჩნდა, მას მერე,  იქ ბუდობენ და არც ვუშვებ, რომ გაფრინდნენ. პეპლები, მუდმივი ბედნიერების და სიყვარულის გრძნობაა. გაუფრთხილდით, მოუარეთ და არასდროს გაგიფრინდებათ.

არჩევანის წინაშე , რომ დადგე . პირადი ცხოვრება ან კარიერა, რომელს აირჩევდი და რატომ:  ვფიქრობ, რომ ეს არჩევანი უკვე მქონდა და გავაკეთე. თუმცა, არასდროს არ უნდა დადგეს ადამიანი, ასეთი არჩევანის წინაშე, ეს არასწორია. ის პირადი, რომელიც დათმობას გთხოვს, მცდარია და ის კარიერა, რომელიც დათმობას გთხოვს, უღირსი..

თვისებას, რომელსაც გამოარჩევდი საკუთარ თავში: ოპტიმიზმი

თავგადასავალი, რომელიც საინტერესოა და დღემდე მოსაყოლად ღირებული:  ავდექი და საშობაოდ უცნობ მამაკაცთან გავფრინდი ოკეანეს მიღმა, ნანახიც კი არ მყავდა. დღეს ერთი თავგადასავლით ვცხოვრობთ და ამ თავგადასავალს ოჯახს ვეძახით.

სასწაული, რომელიც შენს ცხოვრებაში მომხდარა: სასწაულების არ მჯერა.

როგორ აგიხსნა სიყვარული ბენმა: სმსით, სანამ გამიცნობდა მომწერა, ასე მგონია შენ ის ერთადერთი ხარო...

ამერიკული ცხოვრება: ამერიკულ ოცნებას წააგავს.

საქართველოში ცხოვრება უკეთესია, თუ ამერიკაში: ვერ შევადარებ, ეს ორი სხვა და სხვა ტემპია და ორი სხვა და სხვა სამყარო, ორივე თანაბრად მაგარია.

თავისუფალ დღეს ბენი და ნუკი, რითი ერთობა:  არც ერთი დღე არ ჰგავს მეორეს, ვსეირნობთ, ვზარმაცობთ, ვიცინით და ვსწავლობთ ერთად, როცა გვაქვს ამის საშუალება.

დედამთილი და მამათილი: არიან ანგელოზები, მე მაგრად გამიმართლა!

რა თქვა ბენმა როდესაც ორსული ნუკი კოშკელიშვილის გულახდილი ფოტოსესია ნახა: შეიძლება მე დავდო ფოტოებიო. ძალიან ლამაზი ხარ და მგონი ასეთი ლამაზი არც არასდროს მინახიხარ..

ეჭვიანი ხარ: არა.

სიურპრიზი, რომელიც ბენმა გაგიკეთა: აი რაც არ გამოსდის, არ გამოსდის...

გაბრაზებული ბენი: ოჰჰჰ, ჯაჯღანა.

სად გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად: სახლში და ზღვაზე. ეს ის ორი ადგილია სადაც სულ ბედნიერი ვარ.

როგორია ორსული ნუკი: მშიერი, სულ მშიერი!!!!!

რამდენი შვილი უნდა ბენს: ეჰჰ ბენი,  რომ მიუშვა ბევრი, მაგრამ მგონია, რომ ჯერ ერთზე შევჩერდებით და მერე ცოტა მოშორებით გოგოც გვინდა.

ემზადება ბენი მამობისთვის: მგონი ჩემზე მზად არის.

როდესაც ბენს უყურებ: გული მიფრიალებს და პეპლები უფრო სწრაფად დაფრინავენ, თუ ვიჩხუბეთ, ჩარტყმა მინდა.

სამომავლო გეგმები: ბევრი, ბევრი გეგმა მაქვს მაგრამ, საიდუმლოდ დავიტოვებ ამ ერთ კითხვაზე პასუხს...

ავტორი: სესე კოპალეიშვილი.