სელენა გომესის და ჯასტინ ბიბერის პირად ცხოვრებაში, როგორც ჩანს, ყველაფერი წესრიგშია. პაპარაცებისთვის, არ არის რთული, წყვილი, ერთად დააფიქსირონ. სელებრითები ძირითადად, ერთი და იგივე ადგილზე დადიან.
რამდენიმე დღის წინ, ჯასტინი და სელენა, ბევერლი-ჰილში, ტაძარში ერთად იმყოფებოდნენ. ამჯერად ჯასტინი, ტაძრიდან გამოსვლის დროს, პასტორთან, კარლ ლენცთან ერთად დააფიქსირეს.
ტაძარში, ჯასტინთან ერთად, კორტნი კარდაშიანი შენიშნეს. ტელევარსკვლავის შესახებ, გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯასტინის შეყვარებული იყო, რომელიც წყვილმა არ დაადასტურა, ამბობდნენ, რომ ისინი მხოლოდ, კარგი მეგობრები არიან.
იმედია, ეს ფაქტი, არ გახდება სელენას და ჯასტინს შორის, ახალი სკანდალის მიზეზი.