7 წლის გოგონამ საკუთარ მამას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა

18:23 02-09-2018
610

მოსკოვის გარებანში მდებარე ქ. რეუტოვოში, 7 წლის გოგონამ, საკუთარ მამას ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ინციდენტი, მას შემდეგ მოხდა, რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა, მეუღლის მოკვლა, უთოს გამოყენებით სცადა.

Life. ru.-ს წყაროს ცნობით, 2018 წლის 6 თებერვალს, ამ ფაქტთან დაკავშირებით, ადგილობრივი მცხოვრები ქალბატონი, პოლიციას დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მისმა არასრულწლოვანმა ქალიშვილმა, სამზარეულოს დანის გამოყენებით, საკუთარ მამას, ზურგის არეში, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, მამაკაცი, კლინიკაში გადაიყვანა,  სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე, მამაკაცის ჯანმრთელობას, საფრთხე არ ემუქრება. სამრათალდამცველების მიერ,  ამ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.   

 

ავტორი: რუსა ღვანიძე