ღუდუშაურის კლინიკაში მოსულმა, დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა, ვლადიმერ იმნაძემ პრაიმტაიმს დაუდასტურა, რომ მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან.
შევხვდით ექიმებს, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისევ რეანიმაციაში წევს, არ გადმოუყვანიათ პალატაში. დღეს ველოდებით გადმოყვანას პალატაში. დღეს დაკითხავენ თუ არა ამას გადაწყვეტენ სამართალდამცველები,- განაცხადა დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა.