ვარკეთილში მომხდარი არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე პრაიმტაიმთან მეზობლებმა ისაუბრეს.
შემთხვევა ეზოდან დაიწყო და ბავშვს სადარბაზოში ესროლეს, როდესაც ის გარბოდა. სროლამდე რაიმე ხმაური, ან დაპირისპირება არ გაგვიგია. როგორც დაშავებულმა თქვა, ის ლტოლვილების დასახლებაში ცხოვრობს და ადგილობრივი არაა. ვინ ესროლა არ დაგვინახავს მაგრამ, ორნი იყვნენ. ბიჭი, რომელმაც დაზარალებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინა, ამ დროისთვის პოლიციაში კითხავენ, - აცხადებენ თვითმხილველები.