ვარკეთილში დაჭრილი 17 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია - ექიმი

18:50 02-09-2018
86
თეგები: ვარკეთილი

ვარკეთილში მომხდარი დაჭრის ფაქტის შემდეგ, სამედიცინო ცენტრ "ოპტიმალ მედში" გადაყვანილი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ექიმმა გიორგი შათირიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ოპერაცია დასრულებულია, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, სიცოცხლისათვის საშიში ნიშნები დაჭრილი ახალგაზრდას არ აღენიშნება. ჩატარებულია ყველა ის პროცედურა, რომელის იყო საჭირო. ჭრილობა იყო მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღით მარცხენა წვივის არეში. ვვარაუდობთ, რომ მოზარდს დასჭირდება მეორე ოპერაცია რეკონსტრუქციის მიზნით", - განაცხადა ექიმმა.