იუსტიციის სამინისტროს უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროში ჯანსაღი პროცესი მიდის. ამის შესახებ გვრიტიშვილმა გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა. მისი თქმით, ქალბატონი ანა დოლიძეს არავინ არ დევნის.
"რაც შეეხება ქალბატონი ანას მოსაზრებას, რომ მას დევნიან, არავინ მას არ დევნის. ამ დღეების განმავლობაში მისგან არის მცდელობა, რომ გარკვეული წამებულის მანტია მოისხას და აცხადებს, რომ კრიტიკული მოსაზრების გამო იდევნება, მაგრამ ეს ასე არ არის", - განაცხადა გვირიტიშვილმა.
მისი თქმით, ქ. ანას ქმედებები გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგია.
"ქალბატონი ანა შემოსულია გარკვეულია დავალებითაც, რომ საბჭოს საქმიანობა პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს და შემოიტანოს პოლიტიკური ელემენტები საბჭოს საქმიანობა, რაც ცალსახად დაუშვებელია. სასამართლოს ფუნქციიდან გამომდინარ, ეს საბჭო არის თავისუფალი პოლიტიკისაგან ", - განაცხადა გვრიტიშვილმა.