როდესაც ანა დოლიძის მიმართ წამოვიდა კრიტიკა, შეიქმნა საფრთხები აზრის თავისუფლად გამოხატვის, მაგრამ მან შეძლო, რომ თავისი მოსაზრებები გამოეხატა თავისუფლად - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა.
"ამ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ წამოვიდა კრიტიკა შეიქმნა საფრთხეები აზრის თავისუფლად გამოხატვის, მაგრამ მან შეძლო, რომ თავისი მოსაზრებები გამოეხატა თავისუფლად. პროცესიდან ჩამოშორება მოხდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი პოზიცია მაქვს. მე მესმის მოსამართლეების ვინაიდან არ მივესალმები კოლექტიურ განხილვას, რადგან არ მიმაჩნია სწორი იყოს კოლექტიურად ადამიანების შევაფასოთ. მე ასე ვიმოქმედებდი, რომ ადამიანი აუცილებლად ინდივიდუალურად უნდა შევაფასოთ. არ ვიზიარებ, რომ კონკრეტული განცხადებების გამო ადამიანებს პასუხი უნდა მოვთხოვოთ", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.